6 თვის და 1 კვირის წინ
ბალოტელიმ იბრაჰიმოვიჩის კრიტიკას უპასუხა
ბალოტელიმ იბრაჰიმოვიჩის კრიტიკას უპასუხა
ავტორი
Aa

მარიო ბალოტელი ზლატან იბრაჰიმოვიჩის კრიტიკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"მილანის" ექს-ფორვარდმა იტალიელზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბალოტელიმ საკუთარი ნიჭი ვერ გამოიყენა.

"მას უამრავი შანსი ჰქონდა საკუთარი ნიჭის გამოსავლენად და მომავლის შესაცვლელად. ბევრი ფეხბურთელია, ვინც ერთ შანსსაც ვერ იღებს, მაგრამ მან უამრავი გაანიავა", - აღნიშნა იბრამ.

ამის პასუხად ბალოტელიმ იბრაჰიმოვიჩს ჩემპიონთა ლიგის თასთან ერთად გადაღებული სურათით უპასუხა და პოსტში შვედი ფორვარდიც დათაგა.

მოგეხსენებათ, ზლატანს ჩემპიონთა ლიგა არასდროს არ მოუგია, მარიომ კი ეს "ინტერში" გააკეთა.



Facebook კომენტარები