ანტონიო დონარუმა: "ჯიჯი ყოველთვის "მილანის" გულშემატკივარი იქნება"

image
ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ ჯიჯი დონარუმას სახელი ტიფოზების თვალში შეელახა და ეს ლოგიკურიცაა, რადგან ორი დღის წინ მან მილანურ კარიერაზე ოფიციალურად უარი თქვა, ამ მოვლენას კი მისი ძმა და კოლეგა ანტონიოც გამოეხმაურა.

ჯანლუიჯი დონარუმას დებიუტი 16 წლის ასაკში შედგა, გუნდი და გულშემატკივარი მას ძალიან ენდო, უმალ შეიყვარეს, თუმცა მისი ბოლო გადაწყვეტილება მეტად დამთრგუნველი და გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ფანებისთვის.

"მე არ მესმის იმ ხალხის, ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჯიჯის და ჩემს ოჯახს ამ გადაწყვეტილების გამო" - წერს ანტონიო დონარუმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე.

"კარგად მახსოვს ჯიჯი ბავშვობიდან "მილანის" დიდი ქომაგი იყო და სულ შავ-წითელი მაისურით დარბოდა, ყოველთვის "როსონერიში" თამაშზე ოცნებობდა , ის ძალიან ამაყი გახლდათ როდესაც იქ მოხვედრა შეძლო და უფრო ამაყი, მაშინ როცა შანსი მიეცა დიდ ასპარეზზე გასვლის, ყოველ მარცხს იმდენად განიცდიდა, რომ ტიროდა, გუშინდელი მისი გადაწყვეტილების გამო კი ხალხმა და გულშემატკივარმა მას ზურგი აქცია, შეურაცხყოფას აყენებენ მას და ჩემს ოჯახს ეს ძალიან საწყენია და ყოვლად მიუღებელია რადგან ჩემი ოჯახი ყოველთვის "მილანის" გვერდში იდგა და დარწმუნებული ვარ იდგება, ჯიჯის ყოველთვის ეყვარება ეს გუნდი, ნამდვილ ფანებს გვერდში დგომას და მხარდაჭერას მოვუწოდებ" - ციტირებს ნაწყენი ანტონიო დონარუმა
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 2

barcamilan 18 ივნისი 2017 03:52
მასეთი გულშემატკივრობას გავკარი რაც მაგან მილანს აკადრა ნაბიჭვარი
milanrlli 18 ივნისი 2017 01:15
წადი შენი,შენც კაი დოლარუმა იქნები ისე ბაზრობ.ფული მეტად ყვარებია ეგ ტეხავს ამ ასაკში დოლარებზე რო ფიქრობს თორე ამის გარეშეც იყო მილანი და იქნება მომავალშიც
ინფორმაცია
საიტის პროფილით კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს
ინფორმაცია
საიტის პროფილით კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს
სეზონი მილანელი
ჯანლუიჯი დონარუმა
N
გუნდები
1
იუვენტუსი
91
38
2
რომა
87
38
3
ნაპოლი
86
38
4
ატალანტა
72
38
5
ლაციო
70
38
6
მილანი
63
38
7
ინტერი
62
38
დანაკლისი
-
აბატე, ანტონელი
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით როგორ შეაფასებთ "მილანის" სატრანსფერო ბაზარზე მუშაობას?

რეკლამა
Image
იტვირთება რეკლამა...

შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image