5 თვის და 2 კვირის წინ
იტალიური კლასიკა საკადრო პრობლემების ფონზე
იტალიური კლასიკა საკადრო პრობლემების ფონზე
ავტორი
Aa

სერია A-ს მერვე ტურში "მილანი" სტუმრად "ჯენოას" დაუპირისპირდა და კრისტიან პულისიჩის ერთადერთი გოლის წყალობით სამი ქულა მოიპოვა. სტეფანო პიოლის გუნდი მიმდინარე გათამაშებას 21 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს, თუმცა იტალიელ სპეციალისტს მომდევნო ტურში ტურინის იუვენტუსთან გამკლავება მოუწევს და მას საკმაოდ დიდი საფიქრალი აქვს, რადგან გუნდი ამ შეხვედრას სერიოზული დანაკლისით ხვდება.

"ჯენოასთან" მიღებული წითელი ბარათოს გამო, მაიკ მენიო "როსონერის" "იუვესთან" ვერ დაეხმარება. ტურინელებთან არ იქნება ტეო ერნანდესიც, რომელსაც ხუთი ყვითელი დაუგროვდა და დისკვალიფიცირებულია.

ახლა კი ირკვევა, რომ სანაკრებო შეკრებზე ნოა ოკაფორმა მცირე ტრავმა მიიღო. ჯეჯერობით უცნობია თუ რა დრო გაუცდება შვეიცარიელ შემტევს და ამ ეტაპზე არც ისაა გარკვეული, შეძლებს თუ არა "მილანის" დახმარებას "ბებერ ქალბატონთან" შეხვედრაში.

უნდა აღინიშნოს, რომ მატჩს საკადრო პრობლემებით ხვდება ტურინული გრანდიც. როგორც აპენინურ პრესაში იწერება, "ბიანკონერის" გუნდის ლიდერები, ფედერიკო კიეზა და დუშან ვლაჰოვიჩი ტრავმების გამო გამოაკლდებიან.

"მილანი" - "იუვენტუსის" შეხვედრა 22 ოქტომბერს, საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება. ცნობისთვის, მასიმილიანო ალეგრის გუნდს 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.



Facebook კომენტარები