5 თვის და 1 კვირის წინ
შევჩენკომ კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი დაასახელა
შევჩენკომ კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი დაასახელა
ავტორი
Aa

უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და "მილანის" თავდამსხმელმა ანდრეი შევჩენკომ  მისი კარიერის ყველაზე ფასეულ გოლზე ისაუბრა:

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "იუვენტუსის" წინააღმდეგ გატანილი პენალტია. ვიცოდი, რომ ჩემი დარტყმა გადამწყვეტი იყო".

"მიუხედავად იმისა, რომ ეს გოლი არცერთ სტატისტიკაში არ შედის, ჩემს კარიერაში ყველაზე მთავარია. ბოლოს და ბოლოს, ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ და ოცნება ავიხდინე", - ამბობს ანდრეი "GDS"-თან საუბრისას.

ჩემპიონთა ლიგის 2002-2003 წლების სეზონის ფინალში "მილანმა" "იუვენტუსი" პენალტების სერიაში დაამარცხა. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი სწორედ ანდრეი შევჩენკომ შეასრულა.


Facebook კომენტარები