7 თვის წინ
"ჩელსი" "მილანს" კიდევ ერთ ფეხბურთელს სთავაზობს
"ჩელსი" "მილანს" კიდევ ერთ ფეხბურთელს სთავაზობს
ავტორი
Aa

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსი" "მილანს" იჯარით 21 წლის ალბანელი თავდამსხმელის, არმანდო ბროიას აყვანას სთავაზობს. ახალგაზრდა შემტევი "არისტოკრატების" აღზრდილია. სხვადასხვა დროს ის განათხოვრებული იყო "ვიტესსა" და "საუთჰემპტონში".

ამჟამად Transfermarkt-ის ინფორმაციით, მისი ღირებულება 28 მილიონ ევროს შეადგენს. კარიერის განმავლობაში ბროიამ საკლუბო დონეზე 144 მატჩი გამართა. თავი კი 42 გატანილი გოლითა და 10 საგოლე გადაცემის შესრულებით გამოიჩინა.

ცნობილია, რომ "მილანი" ახალ თავდამსხმელს ეძებს, მაგრამ ამ ეტაპზე "როსონერის" პოზიცია ბროიასთან დაკავშირებით უცნობია. 

აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში, "როსონერიმ" "ჩელსიდან" ორი მოთამაშე უკვე დაიმატა. საუბარია რუბენ ლოფტუს-ჩიკსა და კრისტიან პულისიჩზე. ორივე მათგანი იტალიურმა გრანდმა სრულფასოვანი ტრანსფერით შეიძინა.


Facebook კომენტარები