7 თვის წინ
ბუფონმა სერია A-ს სამი მთავარი ფავორიტი დაასახელა
ბუფონმა სერია A-ს სამი მთავარი ფავორიტი დაასახელა
ავტორი
Aa

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა სერია A-ს 2023/24 წლების სეზონზე პროგნოზი გააკეთა. 45 წლის ჯიჯიმ, რომელმაც ცოტა ხნის წინ კარიერა ოფიციალურად დაასრულდა და ამიერიდან იტალიის ნაკრების დელეგაციას უხელმძღვანელებს, იმედი გამოთქვა, რომ ახალი ჩემპიონატი განსხვავებული და საინტერესო იქნება. 

"კარგი, სანახაობრივი სეზონი იქნება. პირველად, დიდი ხნის შემდეგ ჩემპიონის რანგში არ ითამაშებს "იუვე", "ინტერი" და "მილანი". ასეთი იქნება "ნაპოლი", რომელსაც დაუვიწყარი სეზონი ჰქონდა და უპირატესობით იწყებს. ძალიან მაინტერესებს რა მოხდება. ფავორიტი? "ნაპოლი", "ინტერი" და "იუვე". ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის მათ გარდა, "მილანი", "ლაციო" და "რომა" იბრძოლებენ".

"მაინტერესებს როგორ მოახერხებენ "ნაპოლი" და მთლიანად ქალაქ პოსტსკუდეტოს პერიოდის მართვას, რაც არასდროს არის მარტივი. ასევე ძალიან მაინტერესებს "მილანი", ალბათ, ყველაზე მეტად ეს გუნდი მაინტრიგებს. "ინტერს" ჰყავს ლაუტარო მარტინესი, მართალია ლუკაკუს და ჯეკოს გარეშეა, მაგრამ ტურამსა და არნაუტოვიჩთან ერთად "ნერაძური" ტიტულისთვის იბრძოლებს".

"იუვენტუსს" ყურადღებით და ინტერესით ვაკვირდები. ის ფაქტი, რომ გუნდი ევროთასებზე არ ითამაშებს, შეიძლება გადამწყვეტი იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში: ნაკლები თამაში, ნაკლები ტრავმა, მეტი ვარჯიში. "რომამ" შესანიშნავი ტრანსფერები გააკეთა, ბევრი ხარისხიანი მოთამაშე ჰყავს და ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაერთვება", - ამბობს ჯიჯი.


Facebook კომენტარები