9 თვის წინ
არაბეთის ჩემპიონატი თუ ინგლისი? - ორიჯი დილემის წინაშე
არაბეთის ჩემპიონატი თუ ინგლისი? - ორიჯი დილემის წინაშე
ავტორი
Aa

ბელგიელმა თავდამსხმელმა დივოკ ორიჯიმ, რომელმაც "მილანში" ცუდი სადებიუტო სეზონი გამოუვიდა, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში ან არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

"Gazzetta dello Sport"-ის ჟურნალისტების ცნობით, "ვესტ ჰემის" ხელმძღვანელობას 28 წლის ცენტრ-ფორვარდის იჯარით დამატებას მომავალი სეზონის ბოლომდე სურთ და ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ "მილანს" არაბული კლუბები დაუკავშირდნენ და ბელგიელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზეც. აღნიშნულ წინადადებაზე "როსონერი" თანხმობას გამოთქვამს, თუმცა ყველაფერი ფეხბურთელის არჩევანზეა დამოკიდებული.

ცნობისთვის, ორიჯის შრომითი ხელშეკრულება "როსონერისთან" 2025/2026 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი. 


Facebook კომენტარები