7 თვის წინ
სარეკორდო თანხა! - რამდენს გამოიმუშავებს "მილანი" მაისურის სპონსორებისგან
სარეკორდო თანხა! - რამდენს გამოიმუშავებს "მილანი" მაისურის სპონსორებისგან
ავტორი
Aa

მომდევნო სეზონიდან "მილანი" მაისურის სახელურზე კრიპტო კომპანია "BitMex"-ს ტურისტული კომპანია "MSC Croicere"-ით შეცვლის. კლუბი ახალი სპონსორისგან წლიურად 5 მილიონ ევროს მიიღებს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საერთო ჯამში სეზონის მანძილზე "როსონერი" მაისურის სპონსორებისგან კლუბის ისტორიაში სარეკორდო თანხას, 72 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მოგეხსენებათ, "მილანის" მაისურის მთავარი სპონსორი "Fly Emirates"-ია, რომელიც ლომბარდიულ გრანდს სეზონში 30 მილიონს უხდის, ამდენივეს გუნდი ტექნიკური სპონსორისგან "Puma"-სგან იღებს, ხოლო დარჩენილ 7 მილიონს კლუბს სადაზღვეო კომპანია "WeFox"-ი უხდის, რომლისლოგო მაისურის უკანა მხარეს არის გამოსახული.



Facebook კომენტარები