7 თვის წინ
"ყველაფერი პიოლიზე იქნება დამოკიდებული", - არიგო საკი სერია A-ს ფავორიტებზე
"ყველაფერი პიოლიზე იქნება დამოკიდებული", - არიგო საკი სერია A-ს ფავორიტებზე

"მილანის" ლეგენდარული ექს-მწვრთნელი არიგო საკი მიიჩნევს, რომ "ნაპოლი" მომდევნო სეზონში სერია A-ს ფავორიტი არ არის. მას "აძურის" შესახებ რამდენიმე ეჭვი აქვს, მთავარი კი ლუჩანო სპალეტის გუნდიდან წასვლაა.

"ნაპოლიში" გარკვეული ეჭვი მეპარება. მთავარი საშიშროება ის არის, რომ სპალეტი გუნდში აღარ არის, ადამიანი, რომელმაც შექმნა შესანიშნავი მანქანა და რომელიც გასულ სეზონში დამსახურებულად იყო დომინტანტი".

"კიდევ ერთი უცნობი ფაქტორი არის: შეინარჩუნებენ თუ არა ფეხბურთელები წარსულში გამოვლენილ მოკრძალებას? ისტორიაც უნდა ვახსენოთ: მარადონასთან ერთადაც კი "ნაპოლიმ" ვერ მოახერხა ზედიზედ ორჯერ ჩემპიონობა. ამის მიზეზი უნდა არსებობდეს. ასე რომ, თუ "ნაპოლი" ისევ მიაღწევს წარმატებას, გამონაკლისი იქნება"

"ფავორიტზე საუბარი რთულია. ვფიქრობ, რამდენიმე კლუბს თანაბარი შანსი ექნებათ, თუმცა ფურცელზე ყველაზე სიმპათიურად "ინტერი" გამოიყურება. მართალია, მათ რამდენიმე ლიდერი დაკარგეს, მაგრამ საინტერესო შევსებები აქვთ".

"რაც შეეხება "მილანს", ამ შემთხვევაში პროგნოზის გაკეთება რთული იქნება. გასულ სეზონში მათ ჰქონდათ ხშირი აღმასვლა და დაღმასვლა, ახლა კი გუნდში დიდი განახლებები მიმდინარეობს. ვფიქრობ, ყველაფერი პიოლიზე იქნება დამოკიდებული. თუ ის შეინარჩუნებს გუნდურობას, ყველაფერი შეიძლება შესაძლებელი გახდეს".

"არ უნდა დავივიწყოთ "იუვენტუსი". მართალია, ალეგრის დაბრუნებას შედეგი ჯერ კიდევ არ გამოუღია, თუმცა ფაქტია, ისინი კიდევ ერთ რევოლუციას გეგმავენ. ასე რომ, წინ ნამდვილად საინტერესო სეზონი გველის", - თქვა საკიმ.


Facebook კომენტარები