8 თვის და 2 კვირის წინ
მორატას ალტერნატივა! "მილანმა" შეთავაზება გააკეთა
მორატას ალტერნატივა! "მილანმა" შეთავაზება გააკეთა
ავტორი
Aa

"ატლეტიკოდან" ალვარო მორატას ტრანსფერის შეფერხების შემდეგ "მილანი" ალტერნატივაზე გადერთო, რომელიც "ვილიარეალის" თავდამსხმელი არნო დანჟუმა გახლავთ.

26 წლის ფეხბურთელი ესპანეთში "ტოტენჰემში" იჯარის შემდეგ დაბრუნდა და უახლოეს მომავალში "ყვითელი წყალქვეშა ნავი" შესაძლოა, ნიდერლანდელ თავდამსხმელს ისევდაშორდეს. 

ინსაიდერის ნიკოლო სკირას თქმით, "როსონერიმ" "ვილიარეალთან" ფეხბურთელის იჯარის დამატებაზე შეთავაზება უკვე გააკეთა. ჯერჯერობით უცნობია, რა დაუჯდება "მილანს" იჯარის ღირებულება, თუმცა ცნობილია, რომ იტალიურ მხარეს შეთანხმებაში გამოსყიდვის უფლების ჩადება სურს.

აღსანიშნავია, რომ თავად დანჯუმამ იტალიურ გრანდთან შეთანხმებას უკვე მიაღწია.

გასული სეზონის მეორე ნახევარში არნო დანჟუმამ "ტოტენჰემის" შემადგენლობაში 12 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. 


Facebook კომენტარები