8 თვის და 2 კვირის წინ
მორატა "მილანს" შორდება, იტალიას კი უახლოვდება
მორატა "მილანს" შორდება, იტალიას კი უახლოვდება

მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ალვარო მორატა შეიძლება არა "მილანში", არამედ "რომაში" გადავიდეს. ამის შესახებ იტალიური პრესის ბოლო გამოცემებში წერენ.

წყაროს ცნობით, ტრანსფერის ინიციატორი თავად ჟოზე მოურინიოა. თავის მხრივ, იტალიაში დაბრუნება ალვაროსაც სურს და რომაელთა შეთავაზება მიიღო. ახლა კლუბები ტრანსფერზე უნდა მორიგდნენ, რომლის დეტალები უცნობია. 

ესპანელმა ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა კონტრაქტი მადრიდის "ატლეტიკოსთან", თუმცა "როხიბლანკოდან" მისი წასვლა მაინც რეალურია. "ჯალოროსი" კი ტამი აბრაჰამის შემცვლელს ეძებს, რომელსაც მძიმე ტრავმის გამო მომდევნო სეზონი პრაქტიკულად მთლიანად გაუცდება.

აღსანიშნავია, რომ ალვარო მორატას "რომას" და "მილანის"  გარდა, "ინტერს",  და "იუვენტუსსაც" უკავშირებენ. ტურინულ გრანდში მას 2014-2016 და 2020-2022 წლებში აქვს ნათამაშები.


Facebook კომენტარები