9 თვის და 1 კვირის წინ
როდის გაოფიციალურდება პულიშიჩის ტრანსფერი
როდის გაოფიციალურდება პულიშიჩის ტრანსფერი
ავტორი
Aa

მოგეხსენებათ, "მილანი" და "ჩელსი"  ამერიკელი შემტევის, კრისტიან პულისიჩის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. გარიგება დასრულებულია აგრეთვე კლუბსა და ფეხბურთელს შორისაც. შესაბამისად ტრანსფერის დახურვისთვის ფორმალური დეტალებიღა დარჩა.

როგორც აპენინურ მედიაში წერენ, მიმდინარე კვირის ბოლოს კრისტიანი მილანში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ამის შემდეგ კი კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს. 

24 წლის შემტევის დამატების სურვილი "ლიონსაც" ჰქონდა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა არჩევანი იტალიურ გრანდზე შეაჩერა. "როსონერის" მისი შეძენა ბონუსების ჩათვლით 22 მილიონი ევრო დაუჯდა.


Facebook კომენტარები