8 თვის და 3 კვირის წინ
"მილანმა" მესამე ტრანსფერი გააოფიციალურა
"მილანმა" მესამე ტრანსფერი გააოფიციალურა
ავტორი
Aa

"მილანმა" ახლახანს გახსნილ სატრანსფერო ბაზარზე რუბენ ლოფტუს-ჩიკის და მარკო სპორტიელოს შემდეგ რიგით მესამე ტრანსფერი გააოფიციალურა.

კლუბმა 18 წლის ვინგერი ლუკა რომერო გაიფორმა, რომელმაც "ლაციო" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვა და "როსონერის" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ახალგაზრდა შემტევმა და "მილანმა" 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს. ცნობილია ისიც, რომ რომერო გუნდში 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

სერია ა-ში რომერომ ორ სეზონში 14 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანაც მოახერხა. მიუხედავად მექსიკური წარმოშობისა, ლუკა არგენტინის მოქალაქეა და ასაკობრივ ნაკრებებშიც თამაშობს.


Facebook კომენტარები