9 თვის და 3 კვირის წინ
არსებობს თუ არა მილინკოვიჩ-სავიჩის "მილანური" პერსპექტივები
არსებობს თუ არა მილინკოვიჩ-სავიჩის "მილანური" პერსპექტივები

რომის "ლაციოს" 28 წლის სერბ ნახევარმცველ, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება. ვრცელდებოდა ცნობები, რომ მას "არწივების" რიგების დატოვება სურდა.

ფეხბურთელის მიმართ კი ინტერესს არაერთი კლუბი იჩენდა, მაგრამ რომაელები მოთამაშის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვენ. როგორც "Football Italia" წერს, ჯერჯერობით იტალიურ გუნდს არცერთი სასურველი შეთავაზება არ მიუღია. სწორედ ამიტომ, მხარეები არსებული ხელშეკრულების გაგრძელების საკითხს განიხილავენ და არაა გამორიცხული, რომ მალე შეთანხმებამდეც მივიდნენ.

მოგეხსენებათ, წლების მანძილზე მილინკოვიჩ-სავიჩის ერთ-ერთი მთავარი მსურველი "მილანი" გახლდათ და იყო მოსალოდნელი, სანდრო ტონალის ტრანსფერის შემდეგ "როსონერი" ისევ სერბს დაუმიზნებდა. თუმცა, როგორც ჩანს, "როსონერიმ" აქცენტი სხვა ნახევარმცველებზე გააკეთა - კლუბმა ლოფტუს-ჩიკი გაიფორმა და აქტიურად მუშაობს კრისტიან პულიშიჩის ტრანსფერზე.

როგორც ცნობილია, მილინკოვიჩ-სავიჩის აგენტს სურს, რომ მისმა კლიენტმა კარიერა იტალიის ფარგლებს გარეთ გააგრძელოს და მათთვის სერია ა-ს კლუბებთან მოლაპარაკებები პრიორიტეტული არ არის, თუმცა ჯერჯერობით მსურველი არც სხვა ჩემპიონატიდან ჩანს.


Facebook კომენტარები