9 თვის და 2 კვირის წინ
3 რეკორდი, რომელიც ტონალის ტრანსფერით დამყარდა
3 რეკორდი, რომელიც ტონალის ტრანსფერით დამყარდა

მოგეხსენებათ, "ნიუკასლმა" "მილანიდან" 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ 23 წლის ნახევარმცველი სანდრო ტონალი შეიძინა, რის შედეგადაც სამი რეკორდი დამყარდა.

ახალგაზრდა შუახაზელი გახდა ყველაზე ძვირადღირებული იტალიელი ფეხბურთელი. აქამდე ამ წოდებას ჟორჟინიო ისაკუთრებდა, რომელიც "ნაპოლიდან" "ჩელსიში" 57 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. 

ტონალი გახდა ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე, რომელიც "მილანმა" გაასხვისა. ამ წოდებას კაკა ატარებდა, რომელმაც 67 მილიონი ევროს სანაცვლოდ "რეალს" მიაშურა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამხელა თანხა "ნიუკასლს" ტრანსფერში არასდროს გადაუხდია. გასულ ზაფხულს "კაჭკაჭებმა" ალექსანდრ ისაკის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გაიღო, რაც მათი ყველა დროის რეკორდი იყო.


Facebook კომენტარები