9 თვის და 3 კვირის წინ
ოფიციალურად: სარეკორდო თანხის სანაცვლოდ ტონალი "ნიუკასლის" ფეხბურთელია
ოფიციალურად: სარეკორდო თანხის სანაცვლოდ ტონალი "ნიუკასლის" ფეხბურთელია

"ნიუკასლის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, "მილანის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი სანდრო ტონალი "კაჭკაჭების" ფეხბურთელია. სანდრომ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.

ბრიტანულმა კლუბმა ფეხბურთელის სანაცვლოდ "როსონერის" 70 მილიონი ევრო გადაუხადა. ამასთან, "მილანი" ფეხბურთელის მომავალში გასხვისების შემთხვევაში, გარკვეული სახის ბონუსებს მიიღებს.

23 წლის ნახევარმცველი პრემიერ ლიგაში წელიწადში 7.7 მილიონ გირვანქას გამოიმუშავებს, რასაც შესაძლოა, ბონუსების სახით 2.2 მლნ.-იც დაემატოს.

აღსანიშნავია, რომ ტონალი, რომელიც არაერთხელ აღნიშნავდა, რომ ბავშვობიდან "მილანის" ქომაგი იყო, ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული იტალიელი ფეხბურთელი გახდა.



Facebook კომენტარები