1 წლის და 3 თვის წინ
"რეალს" "მილანის" მოთამაშე შესთავაზეს - ახალი ინფორმაცია
"რეალს" "მილანის" მოთამაშე შესთავაზეს - ახალი ინფორმაცია
ავტორი
Aa

ცნობილმა ესპანურმა გამოცემა "Marca"-მ "მილანის" შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ცნობით, "როსონერის" ფეხბურთელის რაფაელ ლეაუს აგენტმა ხორხე მენდეშმა თავისი კლიენტი "ბლანკოსს" შესთავაზა.

ამ ეტაპისათვის მადრიდელთა პასუხი კი ნეგატიურია, თუმცა ზოგადად "სამეფო გუნდს" მის მიმართ ინტერესი აქვს.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ პორტუგალიელი კარლო ანჩელოტის ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა.

მოგახსენებთ, რომ ლეაუს მილანელებთან ხელშეკრულება 2024 წელს უმთავრდება.


Facebook კომენტარები