1 წლის და 3 თვის წინ
რა ხდება ლეაოს კონტრაქტთან დაკავშირებით - ახალი ინფორმაცია
რა ხდება ლეაოს კონტრაქტთან დაკავშირებით - ახალი ინფორმაცია
ავტორი
Aa

ცნობილი და გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო "მილანთან" დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ჟურნალისტის ცნობით, "როსონერი" რაფაელ ლეაოს კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს საკმაოდ პოზიტიურად უყურებს.

როგორც ირკვევა, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს და სავარაუდოა, რომ შეთანხმებაც შედგება.

ცნობისთვის, ლომბარდიული გრანდი პორტუგალიელ შემტევს ყოველწლიური ანაზღაურების სახით 7 მილიონ ევროს სთავაზობს.


Facebook კომენტარები