1 წლის და 3 თვის წინ
მოულოდნელი ინფორმაცია - "მილანმა" ლეაოს შემცვლელს სერია ა-ში მიაგნო
მოულოდნელი ინფორმაცია - "მილანმა" ლეაოს შემცვლელს სერია ა-ში მიაგნო
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, რაფაელ ლეაოს "მილანთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მხარეები კი ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით პორტუგალიელის წასვლა გადაწყვეტილი არ არის, "როსონერის" ხელმძღვანელობა მის შემცვლელებს მაინც ეძებს.

იტალიურ მედიაში ხმა დაირხა, რომ პაოლო მალდინიმ რაფაელის შემცვლელს "რომაში" მიაგნო და მისი რჩეული ნიკოლო ძანიოლოა.

ცნობისთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ევროა.


Facebook კომენტარები