1 წლის და 2 თვის წინ
"მილანი" კოლო მუანის ტრანსფერით ინტერესდება
"მილანი" კოლო მუანის ტრანსფერით ინტერესდება
ავტორი
Aa

ცნობილი და გავლენიანი იტალიური გამოცემა Tutto Sport "მილანთან" დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, "როსონერი" საფრანგეთის ნაკრებისა და "აინტრახტის" ფორვარდის რანდალ კოლო მუანის შეძენით ინტერესდება.

ფრანგი შემტევის ფასმა მუნდიალის დროს საგრძნობლად მოიმატა და მისი ღირებულება ამჟამად დაახლოებით 35 მილიონი ევროა.

ახალი ამბავი არ არის, რომ ლომბარდიული გრანდი ახალგაზრდა ფორვარდის ძიებაშია, რომელიც მალე ოლივიე ჟირუს ადგილს დაიკავებს, კოლო მუანი კი იდეალური კანდიდატურაა.

შეგახსენებთ, რომ კოლო მუანის მუნდიალის ფინალში 120-ე წუთზე გამარჯვების გოლის გატანა შეეძლო, თუმცა მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია.


Facebook კომენტარები