1 წლის და 2 თვის წინ
რთული მატჩი - "მილანი" "პსვსთან" განადგურდა
რთული მატჩი - "მილანი" "პსვსთან" განადგურდა
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, "მილანი" სეზონის მეორე ნაწილისთვის შეკრებას არაბთა გაერთიანებულ ემირატებში გადის.

"როსონერის" თავდაპირველად მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე მოთამაშეები აკლდა, თუმცა ისინი კლუბს ნელ-ნელა დაუბრუნდნენ.

მიუხედავად ამისა, ამხანაგურ მატჩებში ლომბარდიული გრანდის შედეგები არც თუ ისე დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა.

გუშინ "მილანი" "პსვს" დაუპირისპირდა და 3:0 დამარცხდა, რაც ზედიზედ მესამე მარცხი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მეტოქის მხრიდან გოლები ტილმა და მადუეკემ (2) გაიტანეს.


Facebook კომენტარები