4 თვის წინ
"დორტმუნდის" ყვითელი კედლის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ  ჩემპიონთა ლიგის "სან სირო" საუკეთესოა", - პიოლი მატჩის წინ
"დორტმუნდის" ყვითელი კედლის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის "სან სირო" საუკეთესოა", - პიოლი მატჩის წინ
ავტორი
Aa

"მილანი" დღეს, ჩვენი დროით 23:59 საათზე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლოსწინა მატჩს "დორტმუნდთან" გამართავს. 

ამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ "როსონერის" თავკაცი სტეფანო პიოლი ჟურნალისტებს გაესაუბრა.

"ფაქტობრივად, გერმანელებთან გადამწყვეტი მატჩი გველის. მეტოქე ძლიერი და მოტივირებულია, მაგრამ არა დაუმარცხებელი. ჩვენ შედეგის მოსაპოვებლად 90 წუთი გვაქვს და ვალდებულები ვართ, ყოველ წამში 100%-ით დავიხარჯოთ".

"სამწუხაროა, რომ მატჩს საკადრო პრობლემებით ვხვდებით, მაგრამ ჩემს ყველა ფეხბურთელს თანაბარ ნდობას ვუცხადებ. მათ ეს ყოველთვის იციან და საჭირო დროს ბრძოლისთვის მზად არიან".

"იოვიჩს შაბათს კარგი მატჩი ჰქონდა, პენალტის დროს შესანიშნავი პასი მისცა ტეოს. სამწუხაროა, რომ იმ მომენტის გოლად გადაქცევა ვერ მოახერხა, რადგან კარიერაშიც და ვარჯიშებზეც მსგავსი გოლები ხშირად გაუტანია. მას ფორვარდის ბუნებრივი ინსტიქტები აქვს და მჯერა, რომ "მილანისათვის" სარგებლის მოტანა შეუძლია".

"ჩუკვეზეს ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გაუცდა და მჯერა, რომ ძალიან მალე ოპტიმალურ ფორმაში იქნება. ის კარგი იყო "ფიორენტინასთან" და იმავე ხარისხს ველით "დორტმუნდთან".

"როგორი "მილანის" ხილვა მსურს? გუნდის, რომელიც მოტივირებული და მონდომებულია, რომელსაც სირთულეების გადალახვა და მნიშვნელოვანი მიზნისთვის ბრძოლის გაგრძელება სურს".

"ქომაგების მნიშვნელობა? "დორტმუნდის" ყვითელი კედლის შესახებ ყველამ კარგად იცის, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის "სან სირო" ყველასგან გამორჩეულია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქომაგების თანადგომა ხვალ უმნიშვნელოვანესი იქნება", - აღნიშნა პიოლიმ.


Facebook კომენტარები