4 თვის და 3 კვირის წინ
"როსონერი" მირანდას ტრანსფერთან ახლოსაა
"როსონერი" მირანდას ტრანსფერთან ახლოსაა
ავტორი
Aa

"მილანი" "ბეტისის" მცველის, ხუან მირანდას უფასოდ დამატებაზე მუშაობს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს.

აღნიშნული წყაროს ცნობით, "როსონერის" წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ესპანელი მცველის აგენტს, რომელსაც სევილიურ კლუბთან არსებული მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე აკავშირებს.

"როსონერის" მირანდასთან გრძელვბადიანი ხელშეკრულების გაფორმება სურს, ხოლო თავად ფეხბურთელს კი, ყოველწლიურად 1.8 მილიონი ევროს გადახდას ჰპირდება, რასაც გარკვეული სახის ბონუსებიც დაემატება.

როგორც ნიკოლო სკირა წერს, ლობარდიული კლუბი შესაძლოა, ზაფხულს არ დაელოდოს და ესპანელი მცველი "ბეტისიდან" გარკვეული თანხის სანაცვლოდ იანვარშივე გამოისყიდოს.

ხუან მირანდა "რეალ ბეტისში" 2021 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით, "ბარსელონადან" გადავიდა. სევილიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 89 მატჩში, მან 6 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა. მირანდამ "ბეტისთან" ერთად, კოპა დელ რეისა და სუპერ კოპას მოგება მოახერხა.


Facebook კომენტარები