5 თვის წინ
"მილანის" 2024 წლის პირველი სატრანსფერო სამიზნე გამოიკვეთა
"მილანის" 2024 წლის პირველი სატრანსფერო სამიზნე გამოიკვეთა
ავტორი
Aa

"მილანში"  "ბეტისის" მარცხენა მცველ ხუან მირანდას " ვარიანტად ისევ განიხილავენ - წერს "ტვიტერში" ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ცნობით, ესპანელის გაფორმება "მილანის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული სატრანსფერო ამოცანაა 2024 წლისთვის. "როსონერის" ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მირანდას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეიძენენ. მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელი მოქმედ კლუბთან ხელშეკრულებას არ გააგრძელებს.

მირანდა "ბეტისში" სამი წელია (2020 წლიდან) თამაშობს. გასულ სეზონში მცველმა "თეთრ-მწვანეთა" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. 23 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი ესპანურ კლუბთან  2024 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.


Facebook კომენტარები