6 თვის და 1 კვირის წინ
კარდინალე: "ზლატანს გუნდში დაბრუნებაზე ვესაუბრე"
კარდინალე: "ზლატანს გუნდში დაბრუნებაზე ვესაუბრე"
ავტორი
Aa

"მილანის" მფლობელმა ჯერი კარდინალემ გუნდის ყოფილი შემტევის ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა. ამერიკელი ბიზნესმენის თქმით, მას სურს, რომ შვედი შემტევი "როსონერიში" დაბრუნდეს და მისი მრჩეველი გახდეს.

"ზლატანს კლუბში მის შესაძლო როლთან დაკავშირებით ვესაუბრე. ისეთ ადამიანს, როგორიც ზლატანია, შეუძლია ჩემი მთავარი მრჩეველი გახდეს. ასევე შეუძლია გუნდს თავისი ლიდერული თვისებებით დაეხმაროს", - თქვა კარდინალემ.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩმა კარიერა ამ წლის ზაფხულში დაასრულა.  ჯამში ზლატანმა 819 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 493 გოლი გაიტანა და 201 საგოლე გადაცემა მიითვალა.


Facebook კომენტარები