6 თვის და 1 კვირის წინ
"სტაბილურობის ფაქტორის გამო, არჩევანს მასზე გავაკეთებდი"
"სტაბილურობის ფაქტორის გამო, არჩევანს მასზე გავაკეთებდი"
ავტორი
Aa

"Libero"-ს ჟურნალისტმა ფაბრიციო ბიაზინიმ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაუზე ისაუბრა. ბიაზინიმ დაასახელა მარცხენა გარემარბი, რომელიც მისი აზრით, ამ წუთისთვის სერია A-ში საუკეთესოა და პორტუგალიელი შემტევი გამოარჩია.

"ამ მომენტისთვის  ლეაუ კვარაცხელიაზე უკეთესია. შარშან კვარა უფრო მაღალ დონეზე თამაშობდა. ჩემი აზრით, იყო მატჩები, რომლებიც "მილანმა" ლეაუს გამო ვერ მოიგო, მაგრამ ის ხვიჩაზე სტაბილურია და ყველა თამაშში აკეთებს იმას, რაც საჭიროა".

ცნობისთვის, იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში, ლეაუმ მონაწილეობა 8 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ჩემპიონთა ლიგაზე მან 2 მატჩში ითამაშა, მაგრამ საგოლე მოქმედება არ ჰქონია. კვარაცხელიას რაც შეეხება, ხვიჩამ 1 გოლი გაიტანა და 4 ასისტი გააკეთა.


Facebook კომენტარები