5 თვის და 2 კვირის წინ
იბრაჰიმოვიჩი: "საუდის არაბეთი? ზოგმა ჯერ საკმარისი ფული ვერ გამოიმუშავა"
იბრაჰიმოვიჩი: "საუდის არაბეთი? ზოგმა ჯერ საკმარისი ფული ვერ გამოიმუშავა"
ავტორი
Aa

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პირს მორგანთან ვრცელ ინტერვიუში განმარტა, რატომ თქვა უარი საუდის არაბეთში წასვლაზე.

ბოლო სეზონში ტრავმების გამო შვედმა "მილანში" მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

"მე მგონია, რომ ხალხი, რომელმაც გარკვეულ დონეს მიაღწია, კარიერას დიდ სცენაზე უნდა ასრულებდეს".

"ჩინეთიდან და საუდის არაბეთიდან მეც მქონდა შემოთავაზებები. საქმე იმაშია, შენ რა გინდა და შენ რა მიზნები გაქვს. შენ უნდა დაგიმახსოვრონ ნიჭისთვის და არა იმით, რამდენი გამოიმუშავე".

"არ შეიძლება დაეშვა ერთი ნაბიჯით დაბალ დონეზე და კარიერა არ დაასრულო ისე, როგორც გაატარე. მაგრამ გარკვეულ ფეხბურთელებს დამატებითი სახსრები სჭირდებათ, რადგან მათ საკმარისი ვერ გამოიმუშავეს", - აღნიშნა იბრაჰიმოვიჩმა.


Facebook კომენტარები