5 თვის და 3 კვირის წინ
ბოლო 17 წლის მანძილზე პირველად, "მილანმა" ფინანსური წელი დადებითი ბალანსით დახურა
ბოლო 17 წლის მანძილზე პირველად, "მილანმა" ფინანსური წელი დადებითი ბალანსით დახურა

27 სექტემბერს "მილანის" დირექტორთა საბჭოს ყრილობა გაიმართა, სადაც 2022/23 წლების სეზონის ფინანსური წელი შეაჯამეს. როგორც ირკვევა, ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველად, "როსონერიმ" წელი მოგებით დახურა.

ყრილობის ფარგლებში დადგინდა, რომ გასულ სეზონში გუნდმა მოგების სახით 6 მილიონი ევრო დააფიქსირა. მაგალითისთვის, 2021/22 წლებში კლუბის ზარალმა 66,5 მილიონი ევრო შეადგინა.

ასე და ამგვარად, 2006 წლის შემდეგ, პირველად მოხდა, რომ "მილანი" მოგებაზე გავიდა. 17 წლის წინ კი ამ მაჩვენებლით მოგება 2,5 მილიონი ევრო იყო.

გარდა ამისა, დასრულებული ფინანსური წლის მიხედვით, "როსონერის" შემოსავალმა 400 მილიონი ევრო შეადგინა (წინა წელს 297 მლნ. ევრო), რაც კლუბის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.


Facebook კომენტარები