9 თვის წინ
ფაბრიციო რომანო: "მილანი" შვეიცარიელ თავდამსხმელს დაიმატებს"
ფაბრიციო რომანო: "მილანი" შვეიცარიელ თავდამსხმელს დაიმატებს"

"მილანი" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. მორიგი ფეხბურთელი, რომელსაც "როსონერი" დაიმატებს "ზალცბურგის" თავდამსხმელი ნოა ოკაფორია. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ავსტრიულ კლუბთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და თუ ყველაფერი გეგმისამებრ წარიმართა, შვეიცარიელი ფორვარდი "მილანში" სამედიცინო შემოწმებას შაბათს გაივლის. "როსონერის" 24 წლის შემტევის ტრანსფერი 12 მილიონი ევრო დაუჯდება. "transfermarkt"-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ევროა.

როგორც ფაბრიციო რომანო წერს, კლუბმა ფეხბურელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. პიოლის ოკაფორს დიდი ხანია აკვირდება და შესაბამისად მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეცაა.

ნოა "ზალცბურგში" 2020 წლის იანვარში, 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ბაზელიდან" გადავიდა. კლუბის მაისურით ჩატარებულ 110 მატჩში, 34 გოლი და 23 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან "ზალცბურგთან" ერთად ოთხჯერ ავსტრიის ბუნდესლიგა, სამჯერ კი ავსტრიის თასის მოგება მოახერხა.


Facebook კომენტარები