8 თვის და 1 კვირის წინ
ორიგი "მილანთან" ერთად ამერიკულ ტურნეში არ გაემგზავრება, მიზეზი ცნობილია
ორიგი "მილანთან" ერთად ამერიკულ ტურნეში არ გაემგზავრება, მიზეზი ცნობილია

წარუმატებელი სადებიუტო სეზონის შემდეგ დივოკ ორიგისა და "მილანის" გზები შესაძლოა, გაიყოს. "Gazzetta dello Sport"-ის ინფორმაციით, ბელგიელი ამერიკულ ტურნეში მონაწილეობას არ მიიღებს, რაც მის ტრანსფერზე დაყენებაზე მიანიშნებს.

მოგეხსენებათ, "როსონერი" 2 დღეში შტატებში გაემგზავრება, სადაც გუნდი "იუვენტუსთან", "ბარსელონასთან" და "რეალთან" ერთად ამხანაგურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. სტეფანო პიოლი კი ატლანტიკის ოკეანის გაღმა არასრული შემადგენლობით წარსდგება.

წყაროს ცნობით, ორიგის მსგავსად, შესაძლოა, გუნდთან ერთად ვერ ვიხილოთ ანტე რებიჩი და ფოდე ბალო-ტურე, რომლების გასხვისების მთავარი კანდიდატები არიან.


Facebook კომენტარები