9 თვის წინ
ოფიციალურად: რეინდერსი "მილანელია" (ტრანსფერის დეტალები)
ოფიციალურად: რეინდერსი "მილანელია" (ტრანსფერის დეტალები)

უკვე ოფიციალურად, "მილანმა" ნიდერლანდური "ალკმაარიდან" 24 წლის ნახევარმცველი ტიჯანი რეინდერსი დაიმატა. 

რეინდერსის შეძენა "როსონერის" 20 მილიონი ევრო დაუჯდა, რასაც ბონუსებიც დაემატება. ფეხბურთელმა იტალიელებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 14-ნომრიანი მაისური მოირგო.

რეინდერსი "ცვოლეში" გაიზარდა, 2018 წლიდან კი "ალკმაარის" ღირსებას იცავდა. მას მცირე პერიოდი იჯარით "ვალვაიკშიც" აქვს გატარებული.

2022/2023 წლების სეზონში რეინდერსმა "ალკმაარის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 54 მატჩი ჩაატარა, რვა ბურთი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა.

ასე და ამრიგად, მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ნიდერლანდელი "როსონერის" რიგით მე-5 ახალწვეულია, მარკო სპორტიელოს, რუბენ ლოფტუს-ჩიკის, ლუკა რომეროს და კრისტიან პულიშიჩის შემდეგ.


Facebook კომენტარები