1 წლის და 3 თვის წინ
"მილანი" ბროიას ჩამოშორდა - შემტევმა მუხლის მყესი გაიწყვიტა
"მილანი" ბროიას ჩამოშორდა - შემტევმა მუხლის მყესი გაიწყვიტა
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორამცია, რომ "მილანი" "ჩელსის" შემტევის არმანდო ბროიას ტრანსფერით ინტერესდებოდა.

"როსონერი" მის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზევე აპირებდა, თუმცა სიტუაცია ალბანელი ფეხბურთელის მძიმე ტრავმამ შეცვალა.

შუასასეზონო შეკრებაზე 21 წლის ფორვარდმა უმძიმესი დაზიანება მიიღო - მან მუხლის მყესი გაიწყვიტა და მიმდინარე სეზონს გამოტოვებს.

დიდი ალბათობით, ლომბარდიული გრანდი "არისტოკრატების" სხვა მოთამაშეს მიუბრუნდება - ჰაკიმ ზიეჩი კლუბის რადარებზეა დიდი ხანია იმყოფება, თუმცა მუნდიალზე მისმა ფასმა ერთი-ორად აიწია.


Facebook კომენტარები