9 თვის და 2 კვირის წინ
მორატას ტრანსფერის შანსები იზრდება
მორატას ტრანსფერის შანსები იზრდება

მადრიდის "ატლეტიკოს" ესპანელი ცენტრფორვარდის ალვარო მორატას იტალიის ჩემპიონატში დაბრუნების შანსები იზრდება.

მორატა "მილანის" ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა ცენტრფორვარდის პოზიციაზე და ბოლო მოლაპარაკებებმა, როგორც ჩანს, შედეგი გამოიღო. 

ჟურნალისტ დევიდ მედინას თქმით, 30 წლის ფეხბურთელი უფრო ახლოს არის "როსონერიში" გადასვლასთან, ვიდრე ოდესმე.

ალვარო მორატას კონტრაქტი "ატლეტიკოსთან" 2023/24 წლების სეზონის ბოლოს ეწურება და მოლაპარაკებების სატრანსფერო ღირებულება 10-15 მილიონის შუალედში ტრიალებს.


Facebook კომენტარები