1 წლის და 4 თვის წინ
დე კეტელაარი "მილანს" დაუბრუნდა - ვინ შეხვდა ბელგიელს
დე კეტელაარი "მილანს" დაუბრუნდა - ვინ შეხვდა ბელგიელს
ავტორი
Aa

ცნობილი და გავლენიანი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport "მილანთან" დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დუბაიში გუნდის შეკრებას შარლ დე კეტელაარი შეუერთდა და მას ზლატან იბრაჰიმოვიჩი პირველი შეეგება.

ბელგიელ ნახევარმცველს კარგი დროება ნამდვილად არ უდგას, რადგან მას მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდი დრო არ დაეთმო, "როსონერიში" კი თავის დამკვირდებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

მიუხედავად ამისა, ლომბარდიული გრანდის ხელმძღვანელობა ხვდება, რომ საჭირო მოთმინებაა და მათი აზრით, დე კეტელაარს რამდენიმე წელში "მილანის" ლიდერად გარდაქმნა შეუძლია.


Facebook კომენტარები