9 თვის და 3 კვირის წინ
ფაბრიციო რომანო: "მილანი" მორატასთვის არაბულ კლუბთან იბრძვის
ფაბრიციო რომანო: "მილანი" მორატასთვის არაბულ კლუბთან იბრძვის
ავტორი
Aa

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტის და ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, არაბული "ალ ეტიფაქი" ალვარო მორატას გადაბირებას შეეცდება, თუმცა არაბულ კლუბს ხელს "მილანი" უშლის.

თავის მხრივ, შეტევის გაძლიერება "როსონერისაც" სჭირდება და ესპანელი თავდამსხმელის გადასაბირებლად ყველაფერს აკეთებს. "ატლეტიკოს" შემტევის სატრანსფერო ღირებულება "Transfermarkt"-ის მიხედვით, 20 მილიონი ევროა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის თავდამსხმელისთვის სერია ა კარგად ნაცნობი ჩემპიონატია. 2014/2016 და 2022/2022 წლებში მორატა "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა.


Facebook კომენტარები