9 თვის და 3 კვირის წინ
"მილანმა" კეტელარე ტრანსფერზე დააყენა, მსურველი 3 ინგლისური კლუბია
"მილანმა" კეტელარე ტრანსფერზე დააყენა, მსურველი 3 ინგლისური კლუბია

"მილანის" 22 წლის ბელგიელ შემტევ შარლ დე კეტელარეს ინგლისის პრემიერლიგიდან სამი მსურველი გამოუჩნდა. როგორც ირკვევა, ფეხბურთელის დამატების სურვილი "ვესთ ჰემს", "ევერტონსა" და "კრისტალ პალასს" აქვთ.

"Tottosport"-ის ცნობით, "როსონერი" მზად არის, მოთამაშეს 30 მილიონის სანაცვლოდ შეელიოს. მოგახსენებთ, რომ იტალიურმა გრანდმა ის "ბრიუგედან" 2022 წლის აგვისტოში 35,5 მილიონ ევროდ შეიძინა. მისი არსებული კონტრაქტი კი 2027 წლის ზაფხულში იწურება.

ახალგაზრდა ბელგიელმა შემტევმა, "შავ-წითლების" რიგებში ფეხი ვერ მოიკიდა და მისი თამაშით იტალიაში კმაყოფილნი არ არიან. სერია ა-ში მან მონაწილეობა 32 შეხვედრაში მიიღო. აქტივში კი მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. "Transfermarkt"-ის შეფასებით, დღეისათვის მისი ფასი 22 მილიონია.


Facebook კომენტარები