9 თვის და 3 კვირის წინ
"მილანის" მესვეურებმა მორატას აგენტთან შეხვედრა ჩანიშნეს
"მილანის" მესვეურებმა მორატას აგენტთან შეხვედრა ჩანიშნეს
ავტორი
Aa

მადრიდის "ატლეტიკოს" ესპანელი ცენტრფორვარდი ალვარო მორატა შესაძლოა იტალიის ჩემპიონატში დაბრუნდეს. 

30 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "მილანი" იჩენს. "როსონერის" ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩანიშნა, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება. ამის შესახებ ინსაიდერი დანიელ ლონგო იტყობინება.

შესაძლოა, "მილანისთვის" მორატა  სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდეს. კლუბი მზადაა, მის შესაძენად 12-15 მილიონი ევრო გადაიხადოს.

გასულ სეზონში "იუვენტუსის" და "რეალის" ექს-ფეხბურთელი მადრიდის "ატლეტიკოში" თამაშობდა. თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.


Facebook კომენტარები