9 თვის და 4 კვირის წინ
კლუბი გარანტირებულ ფულის საჭრელ მანქანად სურთ - რატომ გაუშვეს მალდინი?
კლუბი გარანტირებულ ფულის საჭრელ მანქანად სურთ - რატომ გაუშვეს მალდინი?

პიოლის გუნდი ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, შემდეგ კი "სკუდეტო" მოიგო. 

მილანს დაუფასდა თავისი ფასეულობების და პრინციპების ერთგულება. თუმცა, ეს დროებითი და იძულებითი ერთგულება იყო. ამერიკელ მფლობელებს ეს კლუბი გარანტირებულ ფულის საჭრელ მანქანად სურთ - დაბალი რისკები, უარი დიდ ტრანსფერებს და ხელფასებს და გარანტირებული შემოსავალი, ანუ, ვყიდით ყველაფერს, რასაც კარგი ფასი აქვს. სპორტული შედეგები, მილანის ამბიცია ამ ისტორიაში მეორეხარისხოვანი ხდება. პროგრამა მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგაზე სტაბილური ასპარეზობაა, ანუ მეოთხე ადგილი.

მალდინის წასვლა მილანში ახალი დროის დაწყებას ნიშნავს.


კლუბის შიგნით ხედვებს, სტრატეგიებს შორის ეს კონფლიქტი ისევ არსებობდა. როგორც კი ორიოდე კვირის წინ მილანიდან პაოლო მალდინის წასვლის შესახებ გავიგეთ, ვიცოდით, რომ კლუბში რაღაც არასწორად ხდება და ახალი დრო მაინც იწყება. მალდინი მილანის ფასეულობებსაც განასახიერებდა და კლუბის გრანდის ამბიციებსაც. მისი წასვლა იმას ნიშნავდა, რომ ატალანტას და ლაიპციგის მოდელმა გაიმარჯვა. წავიდა იბრაც, ყველაზე დიდი ავტორიტეტი გასახდელში. იბრაც ის კაცია, მხოლოდ ტიტულები და გამარჯვებები რომ ედარდება და პირობით ატალანტაში არასოდეს უთამაშია. მის ამბიციასთან ეს შეუთავსებელია.

ავტორი: გიორგი უგულავა
წყარო: europop.ge  


Facebook კომენტარები