10 თვის და 1 კვირის წინ
"მილანი არნაუტოვიჩის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენდა, მაგრამ..." - "ბოლონიას" დირექტორი
"მილანი არნაუტოვიჩის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენდა, მაგრამ..." - "ბოლონიას" დირექტორი

ბოლონიას დირექტორმა, ჯოვანი სარტორიმ განაცხადა, რომ "მილანს" მარკო არნაუტოვიჩის მიმართ ინტერესი ჰქონდა.

თუმცა მალდინი-მასარას წასვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.

"მილანი არნაუტოვიჩის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენდა და ჩვენ ამ თემაზე რამდენიმე შეხვედრაც გვქონდა, მარკო როსონერის რიგებში გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ გუნდში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, მოლაპარაკებები შეჩერებულია და დიდი ალბათობით არნაუტოვიჩი ჩვენთან დარჩება", - თქვა "ბოლონიას" დირექტორმა.


Facebook კომენტარები