10 თვის და 1 კვირის წინ
"მილანში დარჩენა იქამდე მქონდა გადაწყვეტილი, ვიდრე..." - რაფაელ ლეაუ
"მილანში დარჩენა იქამდე მქონდა გადაწყვეტილი, ვიდრე..." - რაფაელ ლეაუ

"მილანის" შემტევმა, რაფაელ ლეაუმ, პსჟ-ს მხრიდან მის მიმართ არსებული ინტერესი უარყო.

პორტუგალიელი აცხადებს, რომ "როსონერის" დატოვებას არ აპირებს.

"მილანის დატოვება არასოდეს მიფიქრია, ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის აქ დარჩენა და გუნდთან ერთად ისტორიის შექმნა იყო.

მილანში დარჩენა იქამდე მქონდა გადაწყვეტილი, ვიდრე ახალ კონტრაქტს გავაფორმებდი, სხვა გუნდზე არასოდეს მიფიქრია და არც მოლაპარაკებები გამიმართავს", - ამბობს ლეაუ.


Facebook კომენტარები