9 თვის და 2 კვირის წინ
"Შევჩენკო და კრესპო მიყვარდა" - ტურამი მილანის შესახებ საუბრობს
"Შევჩენკო და კრესპო მიყვარდა" - ტურამი მილანის შესახებ საუბრობს

"მილანი" მარკუს ტურამის ტრანსფერზე მუშაობს.

როგორც ცნობილია, მოლაპარაკებებში პირადად სტეფანო პიოლი მონაწილეობს.

მარკუს ტურამის რამდენიმე დღეში თავისუფალი აგენტი გახდება და მისი გაფორმება ყველა გუნდს უფასოდ შეეძლება.

Gazzetta dello Sport იუწყება, რომ სტეფანო პიოლი ტელეფონზე ტურამს არაერთხელ ესაუბრა და მისი დარწმუნება სცადა.

გავიხსენოთ მისი ერთ-ერთი ინტერვიუ, სადაც ჩანს, რომ "მილანს" ბავშობაში ქომაგობდა:


"როდესაც მამა იუვენტუსში თამაშობდა, მე მილანს ვგულშემატკივრობდი. Შევჩენკო და კრესპო მიყვარდა."


Facebook კომენტარები