10 თვის და 2 კვირის წინ
"დამეხმარა გავმხდარიყავი ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ახლა ვარ" - ტეო მალდინს ემშვიდობება
"დამეხმარა გავმხდარიყავი ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ახლა ვარ" - ტეო მალდინს ემშვიდობება

"მილანის" ფეხბურთელმა, ტეო ერნანდესმა "როსონერიდან" პაოლო მალდინის წასვლის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

"სამწუხაროა, რომ ისეთ ადამიანთან გამომშვიდობება მიწევს, რომელიც მე მენდობოდა და დამეხმარა გავმხდარიყავი ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ახლა ვარ. 

მინდა ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი გზები კიდევ გადაიკვეთება", - წერს სოც. ქსელში ტეო.

შეგახსენებთ, რომ ტეოს "მილანში" ტრანსფერი მალდინის დამსახურებაა, რადგან ფეხბურთელის დასარწმუნებლად მას იბიცაზე ჩააკითხა.


Facebook კომენტარები