9 თვის და 3 კვირის წინ
"მილანში" მდგომარეობა დაიძაბა, ფეხბურთელები წასვლით იმუქრებიან
"მილანში" მდგომარეობა დაიძაბა, ფეხბურთელები წასვლით იმუქრებიან
ავტორი
Aa

იტალიური პრესის ინფორმაციით, "მილანში" ვითარება უკიდურესად დაიძაბა.   "როსონერის" ხელმძღვანელებმა ტექნიკური დირექტორი, პაოლო მალდინი და სპორტული დირექტორი, ფრედერიკ მასარა გაათავისუფლეს, რასაც ფეხბურთელთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

La Repubblica-ს ცნობით, მაიკ მენიო და ტეო ერნანდესი "მილანის" მესვეურთა გადაწყვეტილების გამო იმედგაცრუებული დარჩნენ და კლუბის დატოვებაზე ფიქრობენ. მენიოსა და ტეოს ბევრი მსურველი ჰყავთ და როგორც იტალიური გამოცემა წერს, მათი გუნდში დარჩენა საეჭვოა.

იტალიელი ჟურნალისტის, დანიელე ლონგოს ცნობით, კლუბის გადაწყვეტილებამ სანდრო ტონალიც გაანაწყენა. იტალიელი ახალგაზრდას საფეხბურთო კერპი სწორედ მალდინი გახლავთ და მისმა გაშვებამ სანდროზე უარყოფითად იმოქმედა.

ცნობისთვის, "მილანის" ხელმძღვანელთა გადაწყვეტილების მიზეზი მხარეებთან უთანხმოება გახდა, რაც სამომავლო გეგმებს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი სატრანსფერო ბაზართან დაკავშირებით გამოწვეულმა შეუთანხმებლობამ გამოიწვია. მალდინი და მასარა კარდინალესგან ბიუჯეტის გაზრდას და რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერის გაკეთებას ითხოვდნენ, რაზეც "როსონერის" მფლობელი უარს აცხადებდა.


Facebook კომენტარები