10 თვის და 3 კვირის წინ
"ერთი შეცდომა არ დამიშვია" - სტეფანო პიოლი
"ერთი შეცდომა არ დამიშვია" - სტეფანო პიოლი

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სტწფანო პიოლიმ "როსონერის" სატრანსფერო ფანჯარაზე და სხვადასხვა საინტერესო თემაზე კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ აღარ ვართ გუნდი, რომელიც მე-5 და მე-6 ადგილზე დასრულებით კმაყოფილდება, ჩვენ როგორც ევროპაში, ასევე სერია ა-ში უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა გვინდა.

ერთი შეცდომა არ დამიშვია, მე ერთზე მეტი შეცდომა დავუშვი და ეს ჩემზე უკეთ არავინ იცის, რადგან ჩემს სამუშაოს ყველაზე კრიტიკულად სწორედ მე ვაფასებ, თუმცა ვიცი, რომ თითოეულ ჩვენგანს შეცდომებზე სწავლა და განვითარება შეგვიძლია, რაც უკვე არაერთხელ დავამტკიცეთ.

სატრანსფერო ფანჯარაზე საუბარი მწვრთნელის საქმე არ არის. გუნდის ხელმძღვანელობას უახლოეს პერიოდში შევხვდები და ჩვენ ყველა საკითხს განვიხილავთ.", - განაცხადა პიოლიმ.


Facebook კომენტარები