10 თვის და 4 კვირის წინ
მოხდება, თუ არა "სან სიროს" დემონტაჟი?
მოხდება, თუ არა "სან სიროს" დემონტაჟი?

"მილანსა" და "ინტერს" ახალი სტადიონის ასაშენებლად სხვა ლოკაციების მოძებნა მოუწევთ.

მიზეზი ისაა, რომ "სან სიროს"დემონტაჟი ფაქტობრივად გამოირიცხა.

სტადიონის დემონტაჟი 2026 წელს, სტადიონზე ზამთრის ოლიმპიადის გახსნითი ცერემონიალის ჩატარების შემდეგ იგეგმებოდა, თუმცა იმ დროისთვის ლეგენდარული სტადიონის დემონტაჟი შეუძლებელი იქნება.

საქმე იმაშია, რომ "სან სირო" 1955 წელს აშენდა, 2026 წელს კი სტადიონი 70 წელზე მეტის იქნება, რაც მას იტალიის კანონით კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს მიანიჭებს.


Facebook კომენტარები