1 წლის და 4 თვის წინ
"მილანი" აუარის სიტუაციას აკვირდება - როდის მიიღებს გუნდი გადაწყვეტილებას
"მილანი" აუარის სიტუაციას აკვირდება - როდის მიიღებს გუნდი გადაწყვეტილებას
ავტორი
Aa

ახალი ამბავი არ არის, რომ "მილანი" "ლიონის" ფეხბურთელის უსემ აუარის გადაბირებას ძალიან დიდი ხანია ცდილობს.

თავდაპირველად, ფრანგული კლუბი აუარის გაშვებას ოდნავადაც არ აპირებდა, თუმცა დრო გავიდა და უსემი წასვლის სავარაუდო კანდიდატია.

ცნობილი და გავლენიანი იტალიური ვებგვერდი Calciomercato.com წერს, რომ "როსონერი" ფრანგის სიტუაციას კვლავ აკვირდება.

ირკვევა, რომ "მილანს" აუარის ტრანსფერი ბოლომდე ჯერ კიდევ არ გამოურიცხავს და გუნდის ხელმძღვანელობა საბოლოო გადაწყვეტილებას იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე მიიღებს.


Facebook კომენტარები