10 თვის და 4 კვირის წინ
"ამისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო" - პიოლიმ ლეაუზე ისაუბრა
"ამისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო" - პიოლიმ ლეაუზე ისაუბრა

ხვალ, 28 მაისს, სერია "ა"-ს 37-ე ტურში, "მილანი" "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.

მატჩის წინ სტეფანო პიოლიმ რაფაელ ლეაუზე ისაუბრა:

"მისი პროგრესი გრძელდება. 

ყველაზე მეტად მე რაფას დამოკიდებულება მომწონს, ის ახლა უფრო მოტივირებული და მონდომებულია, რაც მას განვითარებაში ეხმარება. მას აქვს ყველაფერი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს, მაგრამ ამისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.


Facebook კომენტარები