11 თვის წინ
"გვქონდა აღმავლობა და ვარდნა" - პიოლი სამპადორიასთან მატჩის შემდეგ
"გვქონდა აღმავლობა და ვარდნა" - პიოლი სამპადორიასთან მატჩის შემდეგ

სერია "ა"-ს 36-ე ტურში "მილანმა" "სამპადორია" 5-1 გაანდგურა.

მატჩის შემდეგ სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა.

"მნიშვნელოვანი იყო, რომ მოვიგეთ და, თანაც ეს დიდი სხვაობით გავაკეთეთ. ვწვრთნი ძლიერ გუნდს, რომელსაც აქვს ტექნიკური უნარები და ხასიათი. იმედგაცრუება, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე განვიცადეთ, ძლიერია და ამ მატჩით არ გაქრება.

სეზონის რთული დასასრული იქნება, განსაკუთრებით "იუვენტუსთან". ენერგიის აღდგენა გვჭირდება, რომ ამ სეზონის ფინალს საუკეთესოდ შევხვდეთ. თუ გჯერა შენი შესაძლებლობებისა და თვისებების, უფრო ადვილია გარკვეული შედეგების მიღება. ყველაფერს ვერ მოიგებ.

გვქონდა აღმავლობა და ვარდნა. გულშემატკივრებს მხოლოდ აღმართები ჰქონიათ, დელიკატურ და რთულ მომენტებში, უპირველეს ყოვლისა, მხარს გვიჭერენ", - თქვა პიოლიმ.


Facebook კომენტარები