11 თვის და 1 კვირის წინ
"ინვესტიცია უნდა ჩავდოთ, რათა ეს შევძლოთ" - მალდინი "ინტერთან" მატჩის შემდეგ
"ინვესტიცია უნდა ჩავდოთ, რათა ეს შევძლოთ" - მალდინი "ინტერთან" მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში 1-0 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პაოლო მალდინიმ კომენტარი გააკეთა:

"ინვესტიცია უნდა ჩავდოთ, რათა შევძლოთ დიდ გუნდებთან კონკურენცია. 

ნახევარფინალი მოულოდნელი იყო, სეზონის დასაწყისში ასეთ პროგნოზს ვერავინ გააკეთებდა, მაგრამ ცხადია, წაგება ძალიან მტკივნეულია. ინტერთან სხვაობა ნათელია, შესაძლოა დღეს უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ ბოლო ოთხ დაპირისპირებაში ჩვენს შორის თანაბარი დონე არ ყოფილა. 

ჯერ არ ვართ მზად, რომ ორ შეჯიბრში ვიასპარეზოთ. ჩვენმა მფლობელებმა ეს ძალიან კარგად იციან. დღეს თამაში ასე დასრულდა, მაგრამ ჩვენსა და ინტერს შორის საშუალო ასაკში 3 წელია სხვაობა. 

გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც ასეთ დონეზე დღეს პირველად ითამაშეს. ჩემპიონთა ლიგის საგზურს თუ მოვიპოვებთ, კარგი სეზონი გამოვა.", - განაცხადა გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა.


Facebook კომენტარები