11 თვის და 1 კვირის წინ
პიოლის საფრთხე ემუქრება - ვინ მოიაზრება მის შემცვლელად?
პიოლის საფრთხე ემუქრება - ვინ მოიაზრება მის შემცვლელად?

იტალიური მედიის ცნობით, სტეფანო პიოლის, რომელსაც "მილანთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თანამდებობიდან ამ სეზონის დასრულების შემდეგ დაითხოვენ.

ამის მიზეზი, ერთი მხრივ, გუნდის შედეგები, ხოლო მეორე მხრივ, გასულ ზაფხულს შეძენილი მოთამაშეების არაეფექტურად გამოყენებაა.

სტეფანო პიოლის შემცვლელად ანტონიო კონტე მოიაზრება, რომელიც ერთ დროს "ინტერს" და "იუვენტუსს" წვრთნიდა.


Facebook კომენტარები